|
2023-06-20 18:11:16, 1044 ნახვა
საზოგადოება
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, გიორგი აბრამიშვილმა, რეინჯერთა საერთაშორისო ფორუმში „Digital Campfire“ მიიღო მონაწილეობა
„Digital Campfire“ ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ რეინჯერებმა, რომლებსაც სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ რეინჯერთა საერთაშორისო ჯილდო. ამის შესახებ ინფრომაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, „Digital Campfire“ რეინჯერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებლობას აძლევს თავიანთი უნიკალური ისტორიები და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი 2021 წელს გახდა რეინჯერთა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დასახელდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ დაწესებული "საერთაშორისო რეინჯერთა" კონკურსი მიზნად ისახავს, რეინჯერთა განსაკუთრებული ღვაწლისა და საქმიანობის ხაზგასმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ვფიქრობ, ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის რეინჯერებს შეგვიძლია, ერთმანეთს უნიკალური გამოცდილებების გაზიარებებით დავეხმაროთ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა პლატფორმის არსებობა, მათ შორის, ერთ-ერთი თქვენი პლატფორმაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ უდიდეს ძალას, როდესაც ვაანალიზებ რა კეთილშობილ საქმეს ვემსახურები. ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ვაცნობიერებ იმ მიზანს და მისიას, რომლის გარშემოც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთელი სისტემა და თითოეული რეინჯერი. ჩემთვის უდიდესი პატივია, დავიცვა საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ტერიტორიები და მომავალ თაობას გადავცე ხელუხლებლად“- აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა „Digital Campfire“-ზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი აბრამიშვილი 20 წელზე მეტია თავდაუზოგავად ემსახურება საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა-შენარჩუნებას.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)