|
2023-06-20 15:43:23, 1206 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა თურქული ჰოლდინგი „შიშეჯამის“ საწარმო „მინას“ ახალი საინვესტიციო პროექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმსხვილესი თურქული კომპანია „შიშეჯამ ჰოლდინგის" წევრი სს „მინას" ახალი სახარში ღუმელის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „შიშეჯამის“ მინის ტარის მწარმოებელ ქართულ საწარმოში 19.4 მილიონი ევროს ინვესტირებით, წარმატებით დასრულდა საწარმოს ერთ-ერთი ღუმელის განახლების პროცესი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ინვესტიციის განხორციელების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჩართულობა, ხედვა და მხარდაჭერა. „როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს და მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები სულ უფრო მზარდია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ინვესტორთა წახალისების სხვადასხვა მექანიზმები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას. „შიშეჯამი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც გლობალური მოთამაშეა მინის წარმოების ისეთ ბიზნესმიმართულებებში, როგორებიცაა: ბრტყელი მინა, მინის ჭურჭელი, მინის შეფუთვა, საავტომობილო მინა, მინის ბოჭკოვანა, ასევე სოდა და ქრომის ქიმიკატების მოპოვება. `შიშეჯამი` მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია. სს „მინა"-ის შეძენა „შიშეჯამის" პირველი უცხოური ინვესტიციაა თურქეთის გარეთ, რომელიც მან 1997 წელს განახორციელა. საწარმო შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. 26 წლის განმავლობაში, რეგიონალური და მსოფლიო კრიზისების ფონზე სს "მინა", „შიშეჯამ ჰოლდინგის" მხარდაჭერით, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. საწარმოში 240 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებიდან. გარდა ამისა, სს „მინას" მუდმივად ემსახურება 100-ზე მეტი ადამიანია პერიოდულ სამუშაოებზე. წარმოების პროცესში სს „მინა" ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ ნედლეულსა და მასალებს იყენებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას. კომპანია საერთაშორისო მასშტაბის ოპერირებითა და თავისი 88 წლიანი გამოცდილებით 24,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისი საწარმოო საქმიანობა მოიცავს 14 ქვეყანას ოთხ კონტინენტზე 45 ფილიალით და გაყიდვებს 150 ქვეყანაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)