|
2023-06-20 11:12:10, 1465 ნახვა
რეგიონი
აჭარის განათლების მინისტრმა და ქედის მერმა ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულეს
ქედის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩისთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან ემი ქლენსისთან ერთად. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაბა ქედის საჯარო სკოლაში განხორციელდა ინკლუზიური განათლების ცენტრების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რაც მოიცავს საგანმანათლებლო და სახელოვნებო-შემეცნებითი სექციების მოწყობას. მერიის ინფორმაციით, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრში 2023 წლის მაისის და ივნისის თვეებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო და სახელოვნებო- შემეცნებითი სერვისების პილოტირება. ამ ეტაპზე ქედის საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრში დარეგისტრირებულია 14 სსსმ მოსწავლე. ინკლუზიური განათლების ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)