12:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 10:40:29, 959 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (CCI) გაიმართა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა.

როგორც CCI-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის, დაზღვევისა და საქონლის ტრანზიტის საკითხების განხილვას დაეთმო.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ განაცხადა, რომ გარემონტებული და გაუმჯობესებული ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას. მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები იყო საჭირო, აღნიშნა ვლადიმერ პადალკომ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოდან სატვირთო მანქანებისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ლიდერად აირჩიეს კომპანია IK Rumb-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, გამართა საქმიანი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics