08:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 22:23:31, 830 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი გვარამიაზე - თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა

გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნისა და მოშორების მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში უამრავი პრობლემა ექმნებოდა. 

„გაუგონარი,წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი ავტომობილი ათხოვეს. აქ ცინიზმის მწვერვალი და ცხადია არანაირი გადაწყვეტილება  სასამართლოს არ მიუღია არც პირველ ინსტანციაში, არც სააპელაციოში და არც უზენაესში არ მიუღიათ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ოლიგარქმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი ტყვეც გახლავთ ნიკა გვარამია და ის იმიტომ არის პატიმრობაში, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში ჰქონდა უამრავი პრობლემა და ცხადია ესეთ ადამიანებს ასეთი ფორმით იშორებს რუსი ოლიგარქი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ვთქვათ, რომ არავის არ გაჰკვირვებია მარტივი მიზეზით, როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ჩვენდა სამწუხაროდ ხანდახან უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში ეს არ აისახება, იგივე ნაირად ხდება სასამართლოშიც,როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი ხოლო,უბრალოდ ქაღალდზე წერს ე.წ.მოსამართლეთა დასანქცირებული ბანდფორმირების წარმომადგენელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 

კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics