|
2023-06-19 17:52:43, 885 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები უკრაინის ნატოში ოფიციალური მიწვევის საკითხს არ განიხილავენ
ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას, განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა ნატოსთან უფრო ახლოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა, თუმცა როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი, მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმას, რაც განვაცხადეთ 2008 წელს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რუსეთისთვის, არამედ ეს უკრაინისთვისაა და ნატო-ს მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის იქნება უკრაინის მოწვევისთვის შესაფერისი დრო. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)