05:01 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 12:20:39, 653 ნახვა

საზოგადოება
სენაკის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სენაკში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამხედრო სამსახურის პირობები და ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი. მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბრიგადის ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.

„სტუმრებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ლიცეუმში რეგისტრაციისა და სწავლების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics