01:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 09:45:59, 762 ნახვა

საზოგადოება
მოძღვარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებაზე - ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან

ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის, რომელმაც 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და თავდამსხმელს მხარი დაუჭირა.

როგორც რამინ თარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნავს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებები ღიად წალადობის წახალისებაა.

"ეს არის ღიად და ცალსახად ძალადობის წახალისება. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა რაიმე სახის ძალადობა წაახალისო და თქვა, რომ აი დიახაც, პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა და პასუხგაუცემელი ვისგან არ დარჩებოდა კანონისგან, სამართლისგან თუ უბრალოდ კრიმინალური მენტალობის წარმომავლობის ადამიანებისგან. მსგავსი უტიფარი, უწიგნური და შეუსაბამო განცხადებებით ზუსტად იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან და ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, ქრისტეს ჯვარცმას და ჩვენ სიწმინდეს, ჩვენი ქვეყნისას, რომელსაც თითქოს ემსახურებიან", - განაცხადა რამინ თარაშვილმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics