|
2023-06-18 11:35:40, 1326 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძემ განმარტა რას ასწავლიან ახალგაზრდულ ბანაკებში
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, განმარტავს რას ასწავლიან და რას არ ასწავლიან მათ მიერ ორგანიზებულ ბანაკში, რომელსაც გუშინ მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ. "რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლიონ ახალგაზრდებისთვის: იმას რომ ერთი სიცოცხლე აქვთ, ეს სიცოცხლე მათია, უნიკალურია, უნდა გაუფრთხილდნენ და ისე გახარჯონ როგორც თავად ჩათვლიან სასურველად რომ თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს - როცა შენი გონებითა და ნებით განკარგავ სიცოცხლეს, მხოლოდ მაშინ ხდება ის ღირებული. სხვა შემთხვევაში მონა ხარ და შენს სიცოცხლეს სხვა ხარჯავს, რომ მეტი თავისუფლების მოპოვებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ხოლო არსებული თავისუფლების შენარჩუნებას - მუდმივი დაცვა. არ არსებობს მანდ ‘შესვენებაზე გასვლა,’რომ საზოგადოებები რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ყველაზე ახლოს თავისუფლების იდეალების დაცვასთან, დღეს არიან ყველაზე წარმატებული, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მდიდარი საზოგადოებები. და პირიქით. რომ ჩვენც უნდა გამოვიდეთ საბჭოთა საქართველოდან და ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად - თავისუფალი ადამიანების საზოგადოებად, სადაც ნებისმიერის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დაცულია." - წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე, პარტიის წევრებთან ერთად, ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ბანაკში მიდიოდა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)