|
2023-06-17 14:03:53, 956 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის - ”ნუ წაართმევ ბავშვობის” ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის" ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად, მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა - ქეთი კოვზიაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ფონდის გენდერის ანალიტიკოსმა - მარიამ ბანძელაძემ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრხოების მართვის ცენტრის "112"-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით უწყების მიდგომებსა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე. ასევე, დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა წლების მანძილზე, სამინისტროს მიერ პრევენციისა და ბრძოლის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და კამპანიის ეტაპზე დაგეგმილი აქტივობების, "112"-ის აპლიკაციისა და ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესის შესახებ. ჟურნალისტებს, განხორციელებული საქმიანობისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ. შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გაიმართა. UNFPA საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)