12:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 14:08:22, 1258 ნახვა

პოლიტიკა
მელია „გირჩის“ წინააღმდეგ თავდასხმებზე - მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით

მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ქართული მრავალფეროვნება ქრისტინული ტოლერანტობაა და დღეს მომხდარ ფაქტებს არაფერი აქვს საერთო არც ქრისტიანობასთან, არც კაცობასთან და არც ეროვნულობასთან.

"მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით....
თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ....
ის კი რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც!  ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!", - წერს მელია.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics