2023-06-17 12:03:42, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის ოლქში მშვიდობიანი დასახლებები 75-ჯერ დაბომბეს - არის მსხვერპლი
გუშინ ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მშვიდობიანი დასახლებები 75-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 25 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დაბომბეს საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სავაჭრო დაწესებულების შენობებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,