2023-06-17 02:28:11, 1225 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამ ბარაბაძე იპოვეს [ვიდეო]
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამ ბარაბაძე იპოვეს. აღნიშნული "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამძებრო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქეთა სამინისტროს დანაყოფები, კრიმინალური პოლიცია და თბილისის მაცხოვრებლები.
როგორც თვითმხილველებმა "ექსპრესნიუსის" განუცხადეს 11 წლის მარიამს ბუჩქებში ეძინა.
მარიამი დღეს ღამით მწვანე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,