11:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 14:23:41, 987 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა დარჩიაშვილს - ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი - კი თუ არა?

ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ამ შეკითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული კითხვა "ცხად" პასუხს საჭიროებს.

"ჩემი კითხვა თქვენთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში - ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს - კი თუ არა? 

ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტივ და ცხად პასუხს. ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? კი თუ არა?“- მიმართა ბოკუჩავამ დარჩიაშვილს.

ბოკუჩავას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა: 

"მაგაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიპასუხეთ, ქალბატონო თინა, უკვე, რომ კი“.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics