11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 12:06:12, 882 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - სანქციების თავის არიდებაში ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს.

კრამონის თქმით, ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც EU-ს სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს.

"მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით.

რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება.

ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება.

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს",- წერს კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics