|
2023-06-16 11:57:59, 1215 ნახვა
საზოგადოება
საუბრები ფოტოგრაფიაზე „თიბისი კონცეპტში“
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს. შეხვედრები, „თიბისი კონცეპტის“ საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე, ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის გამოფენების ფარგლებში გაიმართება. 20 ივნისი | 19:00 შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან. თემა: როგორ შევქმნათ ფოტო ისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე. შეხვედრაზე განხილული იქნება ფოტო პროექტებზე მუშაობის ეტაპები - როგორ იქცევა იდეა ფოტო ისტორიად, როგორია მზადება გადაღებისთვის, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ - ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები. გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს პროექტების პოპულარიზებისთვის ეძლევათ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს. 24 ივნისი | 17:00 საათი შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან თემა: დავით სულაქველიძის შემოქმედება „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები” ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს დავით სულაქველიძის შემოქმედებაზე. დავით სულაქველიძე უშუალო მონაწილე იყო და მან ფოტო ფირზე აღბეჭდა მოვლენები, რომლებიც 80-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. შემოგვინახა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ეპოქის დასასრულს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს, „თიბისი კონცეპტში“, წარმოდგენილი გამოფენა, არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება. შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას. მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)