|
2023-06-16 00:50:33, 973 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს მცდარი შეფასება, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე, ამიტომ უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის
„ვერავინ მომიყვანს ვერცერთ ციტატას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები რაიმეს ანტიდასავლურს ამბობენ. მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები კითხვას სვამენ ზოგიერთი პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. ჩიქოვანი პასუხობს ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს და აცხადებს, რომ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს დღემდე აქვს მცდარი შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. „ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლის მოსაზრებითაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა, ხოლო დავით კეზერაშვილი არის ამ ქვეყნის კეთილი მომავალი, არ უნდა აღიქვამდეს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას რომ გავაკრიტიკებთ, რომ ვიტყვით, რომ ეს არის ინსტიტუციის დაზიანება, ევროპარლამენტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ასე მტკივნეულად აღქმული იმიტომ, რომ ეს მარტო ჩვენი აღქმა არ არის, ეს მილიონობით საქართველოს მოქალაქის აღქმაა. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. წარმოუდგენელია, ევროპული ქალაქებიდან არჩეულ დეპუტატებს უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, თუ რა ხდება პირობითად, ზუგდიდში, გურჯაანში ან ლაგოდეხში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გვაკისრია, მაგრამ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას და ვერ დავახუჭინებთ თვალს იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში და ეს არის პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერაც კი ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს მცდარი და არასწორი შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)