11:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 23:58:12, 811 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ინსტიტუციური მდგრადობით უფრო ძლიერია, ვიდრე ის ორი სახელმწიფო

ჩვენი გუნდი ამბობს ერთ რამეს: ისევე, როგორც შარშან, როდესაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო ახლაც იქნება ლიდერი რეკომენდაციების შესრულებაში,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატობის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები სისტემური ხასიათისაა და უფრო რთულად შესასრულებელია, ვიდრე საქართველოსთვის კანდიდატობამდე გაცემული რეკომენდაციები. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ორივე ქვეყანაზე წინ არის როგორც ინსტიტუციური მდგრადობის, ისე რეფორმების გატარების და რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

„თუ დავაკვირდებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არის გაცემული კანდიდატობამდე და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც  გაიცა მოლდოვის და უკრაინისათვის კანდიდატობის შემდეგ, პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი გაცილებით უფრო რთულად შესასრულებელია, გაცილებით მეტ სისტემურ რეფორმას მოითხოვს და შესაბამისად, საქართველო გაცილებით წინ არის ყველა სფეროში ამ მიმართულებით.

მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ინსტიტუციური მდგრადობით გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ის ორი სახელმწიფო. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, თანამშრომლობის და რეფორმების გატარების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო წინ ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არის  ძალიან დაბალი კორუფცია, არის უმაღლესი დონის გამჭვირვალობა. ზუსტად ვიცი, რომ სასამართლო სისტემა, რომლის რეფორმებსაც ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ, გაცილებით უფრო წინ არის და ნდობაც გაცილებით მეტი აქვს ქართულ საზოგადოებაში.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics