|
2023-06-15 23:08:45, 980 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება - ბოლო ცნობები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არსებულ სიტუაციას ამ წუთებამდე ებრძვიან. სტიქიის ზონაში ამჟამად რჩება სპეციალური ტექნიკა, რომელიც დატბორილ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს. სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. მომხდარის შემდეგ დაიკეტა გურჯაანის "გლეხური ბაზარი" და მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე არ ფუნქციონირებს ბანკები. სტიქიის ზონაში ჩავიდა კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისათვის არ არის დაანგარიშებული ზარალის ოდენობა და აღნიშნავს, რომ მთავარია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წარმატებით წარიმართოს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)