|
2023-06-15 21:52:14, 948 ნახვა
საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ხვალიდან ის პირად კონტროლზე აიყვანს აღნიშნულ საქმეს, რომ ზარალის ანაზღაურება და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება დროულას მოხდეს. “უმძიმესი მდგომარეობაა გურჯაანში, დატბორილია ცენტრალური ნაწილი. რაიონში დაზარალდა მოსახლეობა, მათ შორის სეტყვამ ფაქტობრივად გურჯანიის დიდ ნაწილს შეუქმნა პრობლემა, სასწრაფოდ უნდ მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინტფრასტრუქტურა. გურჯაანის მერია ვერ ეყოფა ამ საქმეს, ამ საქმეს ჭირდება ხელისუფლება, ყველას მობილიზება. ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხეავად იმისა, რომ მათი პირადი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო. წაიღო გზა და ინფრასტრუქტურა გურჯაანში და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრად წოდებული კაცის ჩართულობა, ბიუჯეტზე მათ მიუწვდებათ ხელი, სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)