13:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 20:08:11, 861 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო - უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია

უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მომავალი ზამთარი რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით უფრო რთული იქნება.

„იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან გასულ წელს სექტემბრამდე ევროპაში ხდებოდა რუსული გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწოდება. ახლა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულზეა, ჩვენი ქვეყნის გარდა. ამასთან ერთად, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ზამთარი ასეთივე მსუბუქი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა სიიარტომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics