|
2023-06-15 16:52:27, 877 ნახვა
საზოგადოება
იუსტიცია - ევროკავშირის ნარკოვითარების მონიტორინგის სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს მორიგი წარმატებული პროექტი განხორციელდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის სააგენტოს „ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს" (EMCDDA) შორის თანამშრომლობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. "სწორედ ევროპულ სააგენტოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებული და ინტენსიური თანამშრომლობის პოზიტიურ გაგრძელებას წარმოადგენდა პირველი ორმხრივი პროექტის (EMCDDA4GE) განხორციელება, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოსა და EMCDDA-ს შორის შედგა. ევროპულ სააგენტოს ამგვარი თანამშრომლობის გამოცდილება მესამე სახელმწიფოთაგან მხოლოდ საქართველოსთან აქვს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გამყარების მიზნით 2022 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტროსა და EMCDDA-ს შორის სამუშაო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკისა და მონიტორინგის მექანიზმების დახვეწას და გადაწყვეტილების მიმღები პირების მტკიცებულებებით ინფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტის დახურვის ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა და გაწეული დახმარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ისე EMCDDA-სა და პროექტის გუნდს. ღონისძიებას თემატური უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაბალანსებული, ადამიანის უფლებების დაცვასა და კვლევა-ანალიზზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის განხორციელება იყო და რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ აქტიურ თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს EMCDDA-თან",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)