03:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 16:26:17, 637 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება GEMO FEST-ის პარტნიორია

რაჭისა და სვანეთის შემდეგ, ყველაზე გემრიელ ფესტივალ GEMO FEST-ს ამჯერად იმერეთი უმასპინძლებს. წელს პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოპულარიზაციის მიზნით, "გემო ფესტის" პარტნიორი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე იღებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.  

„GEMO FEST-ი წელს იმერეთში პირველად იმართება და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია, ყველაზე გემრიელ ფესტივალს უერთდება და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით წარმოდგენინი იქნება ღონისძიებაზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  იმერეთში ტურისტული სექტორის ძირითადი მასტიმულირებელია. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისსა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას, მეტი ტურისტის მოზიდვას და რეგიონის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 17-18 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივებსა და ტურისტებს იმერული კერძების დასაგემოვნებლად ეპატიჟება. პროექტის  მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics