|
2023-06-15 13:41:35, 805 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რუბლები თსუ-სა და პარლამენტში იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში დაიგეგმა
ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის "პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია". "კატეგორიულად მიუღებელია პროვოკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როდესაც შშმ პირებს, შშმ ბავშვებს იყენებ პოლიტიკური კოორდინირებული პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გარდა ამისა, ჩვენ გუშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო კოორდინირებული. როგორ თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას და დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა არსებითად ორი მიმართულება - ეს იყო კოორდინირებული ჩიქოვანისა - კერეაშვილის ცოლის ძმა - და ელენე ხოშტარიას მიერ. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით - უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ახლაც, ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. პირდაპირ იყო ჩართული ამ პროვოკაციებში ტელეკომპანია "ფორმულა", პირველში განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯერ ისინი მოვიდნენ და მერე მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე",- აცხადებს კობახიძე.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)