11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 13:31:58, 596 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ აქვთ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას

საინტერესოა, დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული, ეს არის აქტიური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას. აქაც გაიჭედნენ ისინი, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. 

„საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ მხარეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხარეს ვენეციის კომისიის პოზიცია, მესამე მხარეს ნაცმოძრაობის პოზიცია. ისინი თან ამბობენ, რომ ერთმანეთთან არიან თანხვედრაში, თან გამოდის, რომ სხვადასხვა მხარეს არიან. გაუგებარია, თან აკრიტიკებ პერსონალიზებულ მიდგომას და თან შენ თვითონ გაქვს დაინიცირებული კანონპროექტი პერსონალიზებული მიდგომით. აქ თავადაც ხედავთ, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics