12:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 16:16:21, 687 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - კობახიძეს და მდინარაძეს აგინებს მოქალაქეების 90% - შეწერილი აქვთ სამუდამოდ

"ირაყლი" კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს მოქალაქეების 90% და შეწერილი აქვთ სამუდამოდ,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

წითლიძის თქმით,  „ისინი უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, მოღალატეები და თავიანთი ქმედებებით სწორედ ამას შვრებიან - ამ ქვეყანაში აძლიერებენ რუსულ ძალებს“.

„ირაყლი" კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, რომელსაც "ირაყლი" კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტის ეს გინება "ირაყლი" კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აქვს შეწერილი და თან შეწერილი აქვთ სამუდამოდ, ისიც შეწერილი აქვთ, რომ არიან რუსები და შიგნით რაც მოხდა, ამის ამსახველი ვიდეო მე დავდე.

იყო მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ოპოზიცია და ფიზიკური დაპირისპირება ყოფილიყო, ამას ცდილობდა მამუკა მდინარაძე, თუმცა მამუკა მდინარაძეს შემდეგ მოუწია დარბაზის დატოვება და განმარტოება მოსაწევ ოთახში მანამ, სანამ არ დაიწყო ისევ სესია. ეს იყო საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გამოხატა თავისი პროტესტი ისე, როგორც გამოხატა, რაც მათ გულზე მოხვდათ და მესმის, რომ მოხვდათ კიდეც. ისინი უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, არიან მოღალატეები და თავიანთი ქმედებებით სწორედ ამას შვრებიან, რუსულ ძალებს აძლიერებენ ამ ქვეყანაში და უნდა შეეჩვიონ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი ესე აგინებს და ამის შეწერა მოუწევთ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში არიან და მაშინაც, როცა ხელისუფლებაში არ იქნებიან”,- განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მან ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".

აღნიშნულს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძეს შორის გაგრძელდა.

აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ "როდესაც მოდიან "ნაციონალები" რუსული რუბლებით, მერე ისვრიან, მეორე "ნაციონალი" ამას ტაშს უკრავს, შემდეგ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს", ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics