|
2023-06-14 15:45:43, 662 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პარლამენტის ინციდენტზე - რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა
რომ არა ჩვენი, - პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს. მდინარაძის განცხადებით, "როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაც და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის". "ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ ადამიანებმა. შშმ პირებს, ბავშვებს, დასჭირდათ, რომ ხელები დაეფარათ ყურებზე და ყურებში თითები გაირჭეს, რომ ამ უბედურებისთვის, ამ საშინელებისთვის არ შეეხედათ, ამის კადრება არ შეიძლება. „ნაცი" კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან და ათასგვარი უბედურების წარმომადგენელი, მაშინ არ უნდა იკადრო ეს. სწორედ ეს იყო ჩემი რეაქციის საფუძველი, რომ დიახ, მე დაუკარი ამ პერფორმანს ტაშიო და ბავშვები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება კორექტულად ეს შეაფასო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მან ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". აღნიშნულს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძეს შორის გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)