|
2023-06-14 15:30:16, 693 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, ბიზნესსექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლიგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, მეწარმე სუბიექტებთან, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის გამოყენების შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების/მიწოდების პროცესში ახალი სასაქონლო შეტყობინების, ელექტრონული ჟურნალის და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების, ასევე გაცემისა და გამოყენების წესები განიხილეს და მეწარმეების მიერ, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. „ამასთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის ამოქმედებაც 2023 წლის 15 ივნისიდან მოხდება. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსი, დიმიტრი ღლონტი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი ლევან სირანაშვილი და პარტნიორი უწყებების პასუხისმგებელი პირები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)