12:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 13:45:24, 638 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - აშშ-ს ელჩის განცხადება, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული კომისიიდან, არასწორი აღმოჩნდა და გააღრმავა პოლარიზაცია

აშშ-ის ელჩის განცხადებამ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა დასკვნა, გარკვეულწილად ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს, გუშინ აღმოჩნდა, რომ ელჩის ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ელჩის განცხადებამ გარკვეულწილად ცუდი როლი შეასრულა მიმდინარე პროცესებში და გააღრმავა პოლარიზაცია.

„ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ჩვენ ვაპირებდით, დავლოდებოდი უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა, ჩვენც უნდა წარვადგინოთო, არადა ზუსტად ასლი იყო ამ კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით.

სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი. სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლებაა, რომელიც არ წარადგენს კანონპროექტს ვენეციის კომისიაში. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, ველოდებოდით უკრაინულ კანონს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics