04:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 13:29:31, 602 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი USDA-ს რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მრავალი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მხარეებმა ქვეყანაში ირიგაციის გაუმჯობესების, ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება; განიხილეს მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები.

მაიკლ ფრენკომის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები ეფექტიანია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics