22:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 13:00:18, 1177 ნახვა

ეკონომიკა
აგრო სესხი გამარტივებული პროცედურებით

საოჯახო მეურნეობის გაძღოლა მარტივი საქმე არ არის. ისე როგორც ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას, მასაც სჭირდება გარკვეული კაპიტალი, რომლის მოპოვებაც სესხის გარეშე ხშირად წარმოუდგენელია. აგრო სესხის აღება გონივრული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც აგრო საქმიანობას ახლა იწყებს, ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. კრედიტის ასაღებად საჭიროა სწორად შეარჩიოთ გამოცდილი კომპანია, რომელიც თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ პირობებს შემოგთავაზებთ.

აგრო სესხი MBC-ში

MBC საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც სესხებს სხვადასხვა მიზნობრიობით გასცემს. წარმოდგენილ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სწორედ აგრო სესხია, რომლის ორი ტიპისაა: უზრუნველყოფილი აგრო სესხი - მოცულობა 2000-100 000 ლარი და უგირავნო აგრო სესხი - მოცულობით 500-დან 10 000 ლარამდე.

რატომ უნდა ავიღოთ აგრო სესხი MBC-ში?

ადგილობრივ ბაზარზე საფინანსო ორგანიზაციებს შორის კონკურენცია მაღალია, ამიტომ კომპანიები ცდილობენ, რომ შეთავაზებები მომხმარებელთა მოთხოვნებს მაქსიმალურად მოარგონ. ამის მიუხედავად ყველა მათგანი ვერ გვთავაზობს მოქნილ პროცედურებს და განსაკუთრებულ საშეღავათო პირობებს, რაც სესხის აღებისას გადამწყვეტია.

MBC-თან თანამშრომლობას რამოდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დისტანციური სერვისი, რომელიც მოიცავს სესხზე ონლაინ განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას. ცხადია, რომ დატვირთული რეჟიმის დროს, სესხის პირობებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ფილიალის რიგში დგომა მოუხერხებელია. ამიტომ კომპანია მოქნილ ონლაინ სისტემას გთავაზობთ. სესხის სასურველ ტიპს პლატფორმაზევე ირჩევთ, ხოლო კომპანიის წარმომადგენელი საათზე ნაკლებ დროში გიკავშირდებათ და ამომწურავად პასუხობს თქვენს ყველა შეკითხვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ემბისი საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, შესაბამისად, მომსახურების მიღება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი.

კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობაა მომხმარებელზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკი. ინდივიდუალური შემოსავლების გათვალისწინება კი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რათა მომხმარებელმა აღებული ვალდებულება ყოველთვიურად უპრობლემოდ დაფაროს. ამასთან, აგრო სესხი ემბისიში 120 თვიანი ვადით გაიცემა და სესხის ძირითად თანხასთან ერთად პროცენტიც იფარება, რაც სესხის დაფარვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

MBC კონკურენტუნარიანი კომპანიაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს. ამას გარდა, თუ უკვე ფლობთ სესხს სხვა კომპანიაში და პირობებით კმაყოფილი არ ხართ, სესხის ემბისიში პორტირებაც მარტივი პროცესია.

კომპანია შანსს აძლევს ყველას - განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე პირის განაცხადს და თითოეულ მომხმარებელს აგრო მეურნეობის წარმატებით გაძღოლაში ეხმარება.

ლოდინი ნამდვილად არ ღირს, სჯობს ცვლილებები დღეიდან დაიწყოთ, რაშიც MBC-ის გუნდი პროფესიონალური რეკომენდაციებით და ხელსაყრელი პირობებით დაგეხმარებათ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics