22:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 12:59:34, 1431 ნახვა

ეკონომიკა
ნოუთბუქების მრავალფეროვანი არჩევანი

თანამედროვე ადამიანისთვის ნოუთბუქი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. დროის სვლასთან ერთად რასაკვირველია, იხვეწება ტექნოლოგიები და ყოველ წელიწადს კიდევ უფრო გაძლიერებულ ლეპტოპებს წარმოადგენენ მწარმოებლები, რომელთა ფასი საკმაოდ მაღალი, შესაძლებლობები კი თითქმის უსაზღვროა.

ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge ნოუთბუქების ძალიან დიდ არჩევანს გთავაზობთ, აქ ნახავთ სხვადასხვა დიზაინის, ფერის, შესაძლებლობების, ფასისა და მწარმოებლების ლეპტოპებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი აქვს, რაც სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს. 

Apple, ASUS, Hp, Lenovo, Dell, Acer-ის ნოუთბუქების საუკეთესო ვარიანტებს ექსტრაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ.  საშუალო მონაცემების მქონე ლეპტოპს, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოიყენებთ (არ იგულისხმება გრაფიკული დიზაინერისთვის საჭირო პროგრამებში მუშაობა, ან გეიმინგი) 2000 – 3000 ლარში შეიძენთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო დაბალ ფასად ვერ ნახავთ ექსტრაზე ლეპტოპს. 

ფასი მისი მონაცემების მიხედვით იცვლება. რაც უფრო ახალი და ძლიერია ნოუთბუქი, რა თქმა უნდა ფასიც უფრო მაღალი აქვს. 

ექსტრას საშუალებით შეგიძლიათ ონლაინ განვადებითაც ისარგებლოთ და უარი არ თქვათ თქვენთვის სასურველ ლეპტოპზე მხოლოდ იმიტომ რომ იმ მომენტისთვის, საჭირო თანხა ხელთ არ გაქვთ.

განვადების დამტკიცების შემდეგ კი ექსტრას კურიერები სახლში მოგიტანენ სასურველ ნივთს. ექსტრაზე შენაძენს ისე გააკეთებთ რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ მოგიწევთ ზედმეტად, მთავარია, ეწვიოთ საიტს extra.ge, შეარჩიოთ პროდუქტი და....ნივთი თქვენია -  ეს ერთი და სხვა მრავალი. 

როგორ უნდა შევარჩიოთ ნოუთბუქი?

ნოუთბუქის შეძენისას უპირველესად უნდა განისაზღვროს რისთვის სჭირდება ის ადამიანს, სასწავლებლად, სამუშაოდ, თუ გადასაადგილებლად. მაგალითად, თუ მოგზაურობის მოყვარული ხართ ან ხშირად გიწევთ ამ ნივთის თან ტარება, მაშინ უმჯობესია არჩევანი მინი ლეპტოპზე შეაჩეროთ, რომელიც მსუბუქია, გადაადგილებისას დისკომფორტს არ შეგიქმნით და თან საქმის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ. მინი ნოუთბუქი იგივე თვისებებითა და ფუნქციებითაა აღჭურვილი, რითაც სტანდარტული ზომის, უბრალოდ დანიშნულებიდან გამომდინარე, უფრო კომპაქტურია და სწორედ იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც  ეს ნივთი არა ოფისში ან სახლში დასადებად სჭირდება, არამედ თანამგზავრად. 

ინფორმაცია ეკრანის ზომის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების, მყარი დისკისა და ვიდეოდაფის შესახებ ექსტრაზე წარმოდგენილი ნებისმიერი ლეპტოპების მოკლე აღწერაშია მითითებული, სწორედ ამ ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი, ან მიმართოთ ონლაინ კონსულტანტს, რომელიც თქვენს ნებისმიერ კითხვაზე ოპერატიულად გაგცემთ პასუხს და დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნოუთბუქი. 

ექსტრაზე ყველაფერია რაც გაგიხარდება, ასე რომ შეარჩიეთ სასურველი ლეპტოპი და გააკეთეთ გონივრული შენაძენი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics