|
2023-06-14 12:06:21, 793 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით, საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივლისის განმავლობაში, 17 000-მდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური საბავშვო ბაღი მოემსახურება. „მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბაღები იფუნქციონირებს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. მათ მუშაობა უწევთ. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ივლისში, მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)