12:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 12:00:16, 714 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას არაფერი სჭირს

არახამიას ვუპასუხებდი და ვურჩევდი, რომ საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რამეს ურჩევს, მით უმეტეს ასეთ მტკიცებით ფორმაში და რამე ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას.

როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არახამია უკრაინას და უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად. ვუსურვებთ უკრაინას, ბუნებრივია, გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“,- ამბობს ღუდუშაური.

ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ აქტივებს გაყინავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics