|
2023-06-14 11:44:53, 657 ნახვა
საზოგადოება
მერია - 2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. „რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა. „პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს. „გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა. სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)