|
2023-06-14 11:30:12, 528 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა შოტლანდიაში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მათ წარმატება მიულოცეს და შეჯიბრის სირთულეების შესახებ გაესაუბრნენ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, წარმატებით იასპარეზა ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში. „მარშირება რთულ რელიეფზე“ 1-7 ივნისის ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მარშირებისას ოქროს მედლისათვის დასაფარი იყო 54 მილი, ვერცხლისთვის - 36.5, ხოლო ბრინჯაოსთვის - 22 მილი. თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი - ივანე კიპაროიძემ, ხოლო ბრინჯაო - გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემის დაძლევის გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს 2016 წელს მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს, 2018 წელს სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის, ხოლო 2019 წელს ორი ბრინჯაოს და ოთხი ოქროს მედალი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)