13:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 09:13:07, 729 ნახვა

მსოფლიო
ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას European Pravda ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებული რეზოლუციის ტექსტი ლუქსემბურგის პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ არის წარმოდგენილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლუქსემბურგელი დეპუტატების ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„მე მივესალმები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას სტალინის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარების თაობაზე. ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდის საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო იზრდება", - წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.

2022 წლის 15 დეკემბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ევროპარლამენტარები გმობენ, რომ ჰოლდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ სჩადის საზარელ დანაშაულებს უკრაინაში.

ევროპარლამენტის შემდეგ, 2022 წლის 23 მარტს, ისლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

2023 წლის 29 მარტს, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) ჰოლოდომორი უკრაინის ხალხის გენოციდად აღიარა.

გარდა ამისა, 18 მაისს, საფრანგეთის სენატმა, პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის შემდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.

23 მაისს, სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

რა იყო ჰოლოდომორი?

მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.

სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.

მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics