2023-06-13 16:38:42, 1325 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის სოფელ ბელოზერკაში ეკლესიის ტერიტორია დაბომბეს - დაიღუპა მღვდელი
რუსულმა ძალებმა ხერსონის სოფელ ბელოზერკაში მდებარე ეკლესიის ტერიტორია დაბომბეს, რის შედეგადაც 72 წლის მღვდელი დაიღუპა, 76 წლის ქალი კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედანი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ხერსონის რეგიონული პროკურატურის ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,