13:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:07:18, 825 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი მეორეს, მათ შორის წინააღმდეგობაა

დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის წინააღმდეგობაა და თუ ისინი შეთანხმდებიან, საქართველო იმას გააკეთბს, რასაც ევროკომისია იტყვის.

"არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია.

მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ და ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ანუ გამოდის რა, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე.

სწორედ ამისათვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე, თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროპის კომისია არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღებას",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics