13:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 12:58:23, 803 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, ამიტომ ვეტო უნდა დაიძლიოს

პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, ამიტომ ვეტო უნდა დაიძლიოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მივიღეთ და, რომელთან დაკავშირებითაც გვიწევს ახლა ვეტოს დაძლევა.

ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები სწორედ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, რის პრევენციასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რომ არ მიეცეს ხელოვნურად კრიზის შექმნის საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო. ეროვნული ბანკი არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის აღსრულებაზე, ეს ეხება ინფლაციის, ლარის კურსის საკითხებს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია, რომ ეროვნული ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებდეს და იქ იყვნენ წარმოდგენილები ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სანდოობის მაღალი ხარისხითა და მაღალი კვალიფიკაციით.

ერთადერთი განსხვავება პრეზიდენტის ვეტოსა და ჩვენს მიღებულ კანონს შორის არის ის, რომ ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას. მეტი განსხვავება არ არის. ვეტოს მიხედვით, რჩება 3 ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი კანონის მიხედვით, იქნება ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. ერთადერთი განსხვავება ესაა. ამით ვინმე როგორ შეიძლება გაოგნდეს, ჩემთვის არის გამაოგნებელი. როგორც სამართლებრივი, ასევე ინსტიტუციური კუთხით, ჩვენ შემოგვაქვს დადებითი სიახლე, ინსტიტუციურად უფრო გამართული იქნება ეროვნული ბანკი, როცა კანონით იქნება დადგენილი ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, მაშინ როცა პრეზიდენტი არ არის დანიშნული”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. 

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით.

გუშინ, 12 ივნისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics