13:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 12:45:01, 886 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი კალიურანდზე - მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო

კალიურანდი როგორ არის იცით, აი, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ახლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული რეზოლუციით არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის არ შესრულდება, რომელშიც "კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი".

"კალიურანდიროგორ არის იცით, აი, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ეხლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდება, რომელშიც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი.

აი, ამ თემას თუ ჩვენ არ მივუდგებით ისე, როგორც კალიურანდი ხედავს და კუბილიუსი, აქედან გამომდინარე, ნუ გასაგებია, 300-ზე მეტი არიან იქ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებენ.

როდესაც ესეთი ამბები მიდის ევროპარლამენტში, მე ამას მარტო კომენტარისთვის არ გეუბნებით, საერთოდ, როდესაც მიდის, ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც ვერ ერკვევიან, არ იციან ზუსტად და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა მედიასაშუალება ან ამხელა პოლიტიკური ლიდერი, ტიტანი ადამიანი, იტყუება",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება შეაფასა.

როგორც კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics