12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 10:17:13, 951 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი - მთავრობისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას აფასებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულია.

კალიურანდი განცხადებაში ასევე უთითებს, რომ მთავრობისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ.

"საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.

კალიურანდის თქმით, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, "საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში".

ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე. 

"გამოვთქვამთ შეშფოთებას დემოკრატიული რეფორმების, პროგრესისა და კანონის უზენაესობის ნაწილში. უარყოფითი განვითარებაა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მარცხი; მაშ შორისაა  პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხები. ამ კონტექსტში ჩვენ კვლავ ვიმეორებთ იმ პოზიციას, რომელშიც არის გამოხატული ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებას და მოუწოდებდა სასჯელის გადავადებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის; ასევე გაეთავისუფლებინათ მედიამენეჯერი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გააორმაგოს მათი ძალისხმევა, რომ მოგვარდეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია, მედია თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა", - წერია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics