|
2023-06-12 16:52:02, 1242 ნახვა
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს
"მინისტრის საათის” ფორმატში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარსდგა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დეპუტატებს სამინისტროს მიერ გასულ წელს დანერგილი პროგრამული სიახლეების, მზარდი ბიუჯეტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე, 2023 წელს დანერგილი სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. "2022 წლის სამინისტროს ბიუჯეტი 99%-თ შესრულდა, 2023 წლის ბიუჯეტი 15 %-თაა გაზრდილი და 33 მილიონ 235 000 ლარს შეადგენს. უწყება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით - 16 მილიონ, ხოლო სოციალური დაცვის მიმართულებით 14 მილიონი ლარს დახარჯავს. 2022 წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამული სიახლეები, როგორიცაა: - უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის პროგრამა - გულისა და ონკოქირურგიის თანადაფინანსება სრულად იფარება - იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტის, ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება და ონკოლოგიურ პაციენტთა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის დაფინანსება - დაიწყო ტყვიის ექსპოზიციის კვლევა 7-14 წლის ასაკის ბავშვებში - დაიწყო საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა. 2023 წელს: - დაიწყო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ძვირადღირებული მედიკამენტებით და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის სტაციონარული მკურნალობა - გაიზარადა ძვლის ტვინის და გულის ტრანსპლანტაციების დაფინანსება - ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციებით - ინტენსიური თერაპიის მომსახურების თანაგადახდა სრულად იფარება - დაიწყო შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამას დაემატა მე-4 საცხოვრისი - ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსება გაიზარდა 40 000 - ლარამდე - დაიწყო ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი და ორსულთა სკოლის პროგრამა - დაიწყო ახალი პროგრამები - დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღების უზრუნველყოფის გზით და ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება-თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება 2021 თან შედარებით 2022-2023 წლებში: - ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა 10 %-მდე, სამუშაო ადგილები - 16 %-ით, დასაქმების მაჩვენებელი - 19%-ით, მათ შორის გრძელვადიანი - 72 % - 2022-2023 წლებში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 335 მოქალაქე 3 748 719 ლარით დაფინანსდა. - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით კი - 2266 მოქალაქე 5 848 270 ლარით. - სამინისტრო გასცემს 25 სახეობის დამხმარე საშუალებას, ყოველწლიურად სარგებლობს 1 000-მდე მოქალაქე - ყოველწლიურად ფინანსდება 2 000-მდე ბავშვის რეაბილიტაცის სხვადასხვა კურსი - ყოველწლიურად ფინანსდება 875-მდე მდე მოზრდილის რეაბილიტაციის სხვადასხვა კურსი. დაგეგმილია: • გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის დაფინანსება • დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი - ნებისმიერი დონის ორთეზი • გაორმაგდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება • ამოქმედდება ახალი პროგრამა - სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი • 25 000 ლარამდე გაიზრდება დაფინანსება, ვისაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის ლიმიტი, სხვა ბენეფიციარების ლიმიტი 35 000 ლარამდე • იწყება მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:დაგეგმილია N1 პოლიკლინიკის, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და ფტიზიო-პულმოლნოლოგიური დეპარტამენტის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია • ეკომიგრანტ ოჯახებს შეეძლებათ პროგრამის ფარგლებში შეისყიდონ საცხოვრებლად ვარგისი ფართი ექსპლუატაციაში არ შესულ კორპუსშიც • თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ძვირადღირებული მედიკამენტებით პროგრამის ფარგლებში, 1 ივლისიდან დაგეგმილია პროგრამის მოსარგებლეთა არეალის გაფართოება • დაიწყება ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მკურნალობის დაფინანსება 1 წლის განმავლობაში. 2022-2023 წლებში სამინისტროს პროგრამებით ჯამში 75 611 მოქალაქემ ისარგებლა: მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვის სერვისით - 17 792 მოქალაქემ, სოციალური დაცვის სერვისით - 21 139 მოქალაქემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით -36 384 მოქალაქემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობით - 296 მოქალაქემ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)