13:02 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 13:27:44, 974 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“

თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას და გადაიყვანა რუსულ ორბიტაზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართულ ოცნება“ "მუდმივად ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას თხზავს, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს".

„ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს, რადგან ასეთი არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს.

ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის შეყვანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ რაიმეს მოაქვს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს არის ასოცირება რუსეთთან, ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან და რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა და ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს „რუსული ოცნება“ ყოველდღიურად, ყოველდღიურად საკუთარი რიტორიკით",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics