2023-06-12 12:54:03, 901 ნახვა
მსოფლიო
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.
გამოცემის ცნობითვე, ბერლუსკონი 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, ხოლო 16 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,