|
2023-06-12 12:39:34, 619 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შსს-ს ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინა ხატისკაცმა გახსნეს. "შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასა და მის განხილვას. სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოდგინეს. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან (NCCE) თანამშრომლობით",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)