|
2023-06-12 11:33:43, 837 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამთო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები წარმოადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას სამთო სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს სამთო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობები გააცნო. „დღესვე საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)