|
2023-06-12 08:50:41, 1389 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი, გათავისუფლებულთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი, ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და 4 სამხედრო მეზღვაური არიან. მათგან 2 ოფიცერია, დანარჩენები კი, რიგითები და სერჟანტები არიან. საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ტყვეობიდან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დატყვევებული პირები გათავისუფლდნენ. გათავისუფლებული დამცველებიდან 27 იცავდა დონეცკის მიმართულებას (მათგან 5 ქალაქ ბახმუტის მახლობლად). არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და სუმის მიმართულებების დამცველები, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)