|
2023-06-11 14:33:20, 1105 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია - დამირეკეს სამინისტროდან და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ - ნინო კუხალაშვილი
წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ,- ამის შესახებ კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კუხალაშვილის ინფორმაციით, დირექტორის მოადგილის პოზიცია ოფიციალურად 12 ივლისიდან უნდა დატოვოს. "წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას სჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა, განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს, უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ ახალი არაფერია. კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა”,- წერს ნინო კუხალაშვილი. ცნობისთვის, 2 ივნისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გოეთეს ინსტიტუტის სტატიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითა, რომ "კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე". აღნიშნულს გამოეხმაურა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე და GNFC-ს განცხადებას "კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით" დაწერილი უწოდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)