|
2023-06-11 12:48:41, 1139 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან [ვიდეო]
კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 426 კერაა, მათგან 144 კი მხოლოდ კვებეკის პროვინციაშია. კვებეკში, სადაც 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც მოიცავს უფრო მეტ ტერიტორიას, ვიდრე საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ერთად, ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 1 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, მათ შორის 100 ფრანგია. პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. "მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კრიტიკული დარჩეს, მაგრამ ფრანგი მეხანძრეების ჩამოსვლა ნამდვილად დაგვეხმარება",- თქვა კვებეკის სატყეო მინისტრმა, მაიტე ბლანშეტ ვეზინამ.
ფედერალურმა მეტეოროლოგმა, ჯერალდ ჩენგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ონტარიოსა და სამხრეთ-დასავლეთ კვებეკში მოსალოდნელია მხოლოდ 10-20 მმ წვიმა, რაც მეტეოროლოგის ვარაუდით, ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად არასაკმარისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ხანძრების გამო ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე 4,4 მილიონი ჰექტარი დაიწვა. ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი კი, აშშ-ს ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკშიც გავრცელდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)